მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას თითოეულ ოჯახზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯფომარემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „ბავშვის დახმარების ცხელი ხაზის“ შესახებ ინფორმაცია გააცნო

„როგორც ჩანს, პანდემიის გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე კიდევ გაგრძელდება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეკონომიკა სწრაფად აღდგეს, ადამიანები დაბრუნდნენ სამსახურებში, აღდგეს სასწავლო პროცესი და ყველა სოციალური - ეკონომიკური ფუნქცია განახლდეს ისე, როგორც ეს პანდემიამდე იყო.

„გვესმის, რომ ამას დასჭირდება დრო, ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას თითოეულ მოქალაქეზე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ის მთავრობის სოციალურ ინიციატივებს გამოეხმაურა და დასძინა, რომ სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების გვერდით იქნება.

„გლობალური პანდემიის პირობებში, ჩვენი მთავარი ამოცანა გახლდათ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა, ასევე, იმ ოჯახების სოციალური და ეკონომიკური დახმარება, ვინც ყველაზე მეტად დააზარალა პანდემიამ. ჩვენ ვაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს თანამოქალაქეებზე. ამიტომ, დღეს მივიღეთ ახალი გადაწყვეტილებები, ამ მიმართულებით. ყველა ბავშვი, სასწავლო პროცესის დაწყებამდე მიიღებს ერთჯერად, ორას ლარიან დახმარებას. ასევე, გადავწყვიტეთ, რომ დამატებით სამასი ლარით, ერთჯერადად, 80 ათას თვითდასაქმებულ ადამიანს დავეხმაროთ. გარდა ამისა, დავეხმარებით სტუდენტებს, 150 ათასი სოციალური ქულის ფარგლებში, ყველა სტუდენტი მიიღებს ერთი სემესტრის დაფინანსებას სახელმწიფოსგან, დამატებით, ის სტუდენტები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სტუდენტების სტატუსი გადაუხდელობის გამო, მიიღებენ სახელმწიფოსგან ერთწლიანი საფასურის დახმარებას, რაც 1225 ლარს მოიცავს. და ასევე, ნოემბერ-თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო დაფარავს ყველა ოჯახის კომუნალურ გადასახადს დადგენილი ლიმიტის ფარგლებში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ახალი სოციალური პაკეტები წარადგინა და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პანდემიის დროს, ეკონომიკურად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას განაგრძობს. ვის და რა ტიპის დახმარება შეეხება, იხილეთ ბმულზე: რა სახის დახმარებას სთავაზობს მთავრობა მოქალაქეებს - სრული ჩამონათვალი.