არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა სააკაშვილის კომენტარს და აცხადებს, რომ ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ.
„ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოეროვნულია - ეს არის საქართველოს გამარჯვება - რომ შევადაროთ, რა იყო ჩვენი ოპონენტების და მიხეილ სააკაშვილის განცხადება, მან ფაქტობრივად თქვა, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე გამარჯვებააო, თუმცა პირველი რომელი იყო ვერავინ გაიხსენა, როცა ბრიფინგზე ვიკითხე.
ის თავის თავს უტიფრად აიგივებს სახელმწიფოსთან, თავის თავს აიგივებს სამართალთან“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
„700-ზე მეტი მტკიცებულება, ჩვენ მოვიძიეთ და სტრასბურგში წარვადგინეთ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში და მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ 2013 წლამდე, მანამ, სანამ თეა წულუკიანმა, იუსტიციის სამინისტრომ და ყველა სამსახურმა არ დაიწყო ამაზე მუშაობა, ელემენტარულად, ამ საერთაშორისო სამართლებრივ დავაზე ჩვენ არ გვქონდა წარდგენილი ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როგორიც არის, მაგალითად, ბალისტიკური რაკეტის ფრაგმენტები, არ გვქონდა წარდგენილი სეისმური სადგურების ჩანაწერები, არ გვქონდა წარდგენილი რადარების მონაცემები, არ გვქონდა წარდგენილი ვიდეო-მტკიცებულებები, როდესაც აწამებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ ტყვეებს.
არ გვქონდა წარდგენილი სატელეფონო ჩანაწერები და ის დოკუმენტები, რომელიც საქართველოს სახელმწიფომ გამოსცა ომის პერიოდში. შესაბამისად, ამ ყველაფრის დოკუმენტირება, ამ ყველაფრის მოძიება და წარდგენა მოხდა ჩვენი ხელისუფლების მიერ. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვიკადრია და არ გვითქვამს, რომ ეს არის ჩვენი პარტიული გამარჯვება - ეს არის საქართველოს გამარჯვება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, მუდმივი ტყუილებით გამოკვებოს მხარდამჭერები.
„ღიმილისმომგვრელია, როცა ასე ფიქრობს მიხეილ სააკაშვილი, რომ ჯერ რაც მართლა არ გაუკეთებია იმას იბრალებს და მეორე - ის რაც საქართველოს ეკუთვნის, თავის პირადში უნდა რომ გაიფორმოს.
სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან საზოგადოებამ ის პოლიტიკიდან გაუშვა ისე, რომ არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდება და რა თქმა უნდა, არც არეულობის მოწყობის შესაძლებლობას არ მივცემთ.
ის ცდილობს, მუდმივი ტყუილებით გამოკვებოს თავისი მხარდამჭერები, თავისი თანაპარტიელები, თუმცა, ისიც ვნახეთ, რას ფიქრობენ მასზე შიგნით თანაპარტიელები, და ეს იყო აბსოლუტურად ობიექტური შეფასება. მისი დრო დასრულდა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო.
იხილეთ აგრეთვე:
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში, საქართველოს ხელისუფლებისთვის, არჩევნებთან დაკავშირებულ 8 რეკომენდაციას ავრცელებს.
სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შიდა ქართლში კომბინირებული საკვების საწარმო გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პოლონეთში უკრაინული ავტობუსის ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზე 17 სკოლა და 145 ცალკეული კლასი იმყოფება.
საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კალასის განცხადებით, იმედი აქვს, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაწყებული მოლაპარაკება მხარეებს ერთიან გადაწყვეტილებამდე მიიყვანს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, ახრა ავიძბას სახლიდან დიდი ოდენობით იარაღი და ტყვია-წამალია ამოღებული. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყის პრეზიდენტთან ბარჰამ სალეჰთან შეხვედრაზე კონფესიების თანასწორუფლებიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ Associated Press იუწყება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ხელოვნების სასახლეს ეწვია და მის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.