მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: დავით გარეჯი ჩვენი იდენტობის ნაწილია

ქართული ოცნების წევრი

„დავით გარეჯი არის ჩვენი იდენტობის ნაწილი და ის მთელ საზოგადოებას აერთიანებს. ამიტომ, ჩვენ საფუძვლიანად გვაინტერესებს, რატომ არ მოხდა მოლაპარაკების პროცესში ყველა დოკუმენტის და რუკების გამოყენება, რომელიც საქართველოს უფრო სამართლიან პირობებში აყენებდა?“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დავით გარეჯის საკითხის გარშემო საინფორმაციო კამპანია, რომელიც ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი არხებიდან იმართებოდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, პოლიტიკური დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითი.

„ჩვენს ოპონენტებს სურდათ ჩვენი ხელისუფლება დაედანაშაულებინათ იმაში, რაც თავად გააფუჭეს და დააზიანეს. მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა საერთოდ გაუგონარი განცხადება, სადაც დავით გარეჯთან დაკავშირებით, წინსწრებით მისცა ჩვენება საზოგადოებას.

შედეგად, კითხვები დღეს მეტია, რომ შესაძლოა საქმე გვაქვს არა მხოლოდ ორი ადამიანის შესაძლო კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებთან, არამედ მაშნდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაულებრივ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.​

⭕ ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

⭕ საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

⭕ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 არსად მიმალვას არ ვაპირებ და ვერც ამ ბრალდებით ვიცოცხლებ - ივერი მელაშვილი

👉 აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში დავით გარეჯის საქმეზე განცხადებას აკეთებს

👉 დავით გარეჯის წინამძღვარი: მაღალი თანამდებობის პირების გარეშე გამოძიება არ იწყება