მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: ძალიან მალე ოპოზიცია, პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნის

პოლიტიკური დიალოგი დაიწყო

„ძალიან მალე მოვა ის დრო, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები ფრაქციებსაც შექმნიან საქართველოს პარლამენტში“ ასეთი პროგნოზი პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა. 

არჩილ თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის მეტი წარმომადგენელი ერთვება, რომელთაც მაქსიმალურად უნდა მიეცეთ რეგლამენტირებით გათვალისწინებული საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა.

„რეგლამენტში ცვლილებების შესახებ მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია და არგუმენტაცია ამ ცვლილებების გარშემო არის ის, რომ იმ ფონზე როდესაც კიდევ უფრო მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი ერთვება საპარლამენტო პროცესში, მაქსიმალურად მიეცეთ საშუალება. რომ გამოიყენონ ის საკანონმდებლო ინსტრუმენტები, რომელიც რეგლამენტით აქვს ოპოზიციურ ფრაქციებს მიცემული.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე მოვა ის დრო, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები ფრაქციებსაც შექმნიან საქართველოს პარლამენტში“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით , საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს მათ ოპოზიციის განცხადებებს 27 და 28 იანვარს და შემდეგ წარდგინება ბიუროს რეგლამენტის თანახმად.

აქედან გამომდინარე, უკვე 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️მამუკა მდინარაძე: საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას რომელიც შემუშავდა და განხორციელდა მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ

✔️მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას შეუწყდება უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე

✔️მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ ეშინიათ სატელევიზიო ბულინგის