მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე - Pia.ge

„განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების გაჩერებას არ ვაპირებთ,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ელჩებს დიალოგის მხარდაჭერისთვის და დასძინა, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა, ბოლო ეტაპი ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს:

„პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. სხვა საკითხებზე, კონსტიტუციის ფარგლებში, გვაქვს დიალოგი ოპოზიციასთან და შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში. გვსურს, ელჩებს კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა დიალოგის მხარდაჭერისთვის,“ - აღნიშნა თალაკვაძემ.