მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: გიორგი მარგველაშვილმაც და ოპოზიციამაც უნდა მოიხადოს ბოდიში

პარლამენტის თავმჯდომარე 2020

როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადების (შედეგების გამოქვეყნების) შემდეგ გიორგი მარგველაშვილმაც და ოპოზიციამაც უნდა მოიხადოს ბოდიში, ვინაიდან მათი ბრალდება გაყალბების თაობაზე უსაფუძვლოა. 

მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარალელურად ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“, რომელიც წლების განმავლობაში აკვირდება პროცესს და ითვლის პარალელურად შედეგებს დაემთხვა ცესკოს მონაცემებს.

„ოპოზიციის ბრალდება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით იყო უსაფუძვლო, ამას ეს შედეგიც ადასტურებს. სწორედ მათი ინფორმაციით, პასუხი გაეცა მთავარ შეკითხვას, იმას რომ არჩევნები არ გაყალბებულა.

ერთადერთი რაც ახლა ოპოზიციას დარჩენია არის ის, რომ მოიხადოს ბოდიში, შევიდნენ პარლამენტში და შეუდგნენ მუშაობას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს კრიზისი კი არა ხელოვნურად შექმნილი ვითარებაა.

„პოლარიზაციას ჩვენს ქვეყანაში ჰქვია ერთი კონკრეტული სახელი და ეს არის მიხეილ სააკაშვილი მისი პარტიული განაყოფებით.

ოპოზიცია 2 ნაწილად იყოფა, ეს არის ნაციონალური მოძრაობა და ახალი პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ანომალია არის ის, რომ ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია.

„ეს არის წარმოუდგენელი აბსურდი დასავლური დემოკრატიებისთვის. სწორედ ამიტომ, როგორც აშშ-დან ასევე ევროკავშირიდან მუდმივად ისმის მოწოდება, რომ ოპოზიცია უნდა შესულიყო პარლამენტში.

მათ ამაზე უარი განაცხადეს, რაც არ არის თავსებადი დემოკრატიის პრინციპებთან“, - დასძინა არჩილ თალაკვაძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

ინფორმაციისთვის, დღეს 11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება მიენიჭა. პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა, რომელსაც არ ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რადგან ისინი ბოიკოტს აცხადებენ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

ISFED 2020 წლის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს

„წესი ასეთია“ - პრეზიდენტი სატელევიზიო ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება