პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ირაკლი კობახიძეს აქვს ჩვენი გუნდის ძლიერი მხარდაჭერა

ეუთოს საპარლამენტო
ასამბლეის გენერალურმა
მდივანმა არჩილ
თალაკვაძეს პარლამენტის
თავმჯდომარედ არჩევა
მიულოცა
1610397267
დაკოპირებულია

„კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით იყო შიდაპარტიული კონსულტაციები და პოლიტსაბჭომ ის თავმჯდომარის პოზიციაზე წარადგინა - ირაკლი კობახიძეს აქვს ჩვენი გუნდის ძლიერი მხარდაჭერა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ირაკლი კობახიძის კანდიდატურის წარდგენა, ეს არის კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება“.

„ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, ვინც უკვე წლების განმავლობაში მონაწილეობს პარტიული ინფრასტრუქტურის შექმნაში, მას აქვს არაერთი არჩევნების კამპანიის მართვის გამოცდილება, არაერთ გამარჯვებაში აქვს პირადი წვლილი შეტანილი. ძალიან პრინციპული, განათლებული ადამიანია და ამიტომ ვფიქრობ, რომ ის იქნება პარტია „ქართული ოცნების“ ღირსეული თავმჯდომარე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განმარტებით, პარტიის ახალი თავმჯდომარის დამტკიცებას 400 დელეგატის მხარდაჭერა სჭირდება.

დღეს ანდრია
პირველწოდებულის ხსენების
დღეა

დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 40 275 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 256 პირი.

1620803128

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში - მაიკლ ტერნერი სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ - დააჯილდოვა.

1620803086

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთან ერთად, აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

1620802816

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1409 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 256 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

1620802242
კორონავირუსი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი...

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 27 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.

1620802117
გია აბაშიძე: Facebook-მა დაბლოკა „მთავარ...

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი უინტელექტო, მაგრამ მავნებელი „ჟურნალისტების“ დღევანდელი აქტივობებითაც დაამტკიცა, რომ სტატისტიკას კი არა და საკუთარი გვარების ისტორიასაც კი გააყალბებენ, ოღონდ რამე ფსევდო-დივიდენდი მიიღოს სექტის ბელადმა სააკაშვილმა“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაა, თითქოს მილიონ მოსახლეზე გადათვლით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, რომელიც ფეისბუკმა დაბლოკა.

12 მაისს სამგორში ელექტრომომარაგება დროე...

კომპანია „თელასის“ განცხადებით, 12 მაისს სამგორის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

მუნიციპალური ტრანსპორტი ბრუნდება, ჭიათურ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.