მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ულოცავს

ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვთხოვ, ყველამ ვატაროთ პირბადე, გავუფრთხილდეთ საკუთარი და ერთმანეთის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ულოცავს. არჩილ თალაკვაძე მედიკოსებს თავდადებისა და გმირობისთვის მადლობას უხდის.

„ყოველდღიურად, ბევრი ადამიანი უბრუნდება გამოჯანმრთელებული საკუთარ ოჯახს, სამსახურს და მეგობრებს - ეს თქვენი დამსახურებაა, რისთვისაც მადლობას გიხდით! COVID 19-ის პანდემიის ყველაზე რთულ დღეებში, თქვენ თავდადების და გმირობის მაგალითი მიეცით მთელ საზოგადოებას და შეძელით ურთულესი კრიზისების შეკავება. მადლობას გიხდით ფასდაუდებელი შრომისთვის! მჯერა, ერთად შევძლებთ პანდემიის დასრულებას და კარგი დღეები მალე დაბრუნდება“,- წერს პარლამენტის თავმჯდომარე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.