მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: მე ვურჩევ ოპოზიციას დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს

თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში.

მისი თქმით, მმართველ გუნდს უცხოელ პარტნიორებთან აქვს კომუნიკაცია და დასავლური საზოგადოებას მომდევნო დღეებშიც მიაწვდიან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ინფორმაციას.

„მე ვურჩევ ოპოზიციას დაასრულოს სახელმწიფოს გამოცდა და დაუბრუნდეს ხალხის სამსახურს.

დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში.

ოპოზიციის რადიკალური ფრთა მაქსიმალურად ცდილობს, რომ საკუთარი ქვეყნის იმიჯი დააზიანოს, მაქსიმალურად ცდილობს რომ ხელისუფლებას მიაყენოს ჩრდილი, მათ შორის პარტნიორებთან, თუმცა მერწმუნეთ, რომ დასავლური საზოგადოება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ის სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ რომელიმე ოპოზიციონერის წერილებს ეყრდნობა.

ჩვენ გვაქვს მათთან კომუნიკაცია, მათ ჰქონდათ კითხვები და მომდევნო დღეებშიც მივაწვდით ინფორმაციას“-განაცახადა არჩილ თალაკვაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას“ - თალაკვაძე

✔️არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ წინაპრების დაწყებულ საქმეს - ბრძოლას თავისუფლებისთვის

✔️„გადავიტანოთ დისკუსია პარლამენტში და იქ ვიმუშაოთ მთავარ საკითხებზე“ - თალაკვაძე ოპოზიციას