მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების ასეთ წარმომადგენლობას ჩვენს ქვეყანაში

თალაკვაძე გარდაბანში

„საქართველომ გლობალური პანდემიის პერიოდში დაამტკიცა, რომ შეუძლია საფრთხეების მართვა და არის უსაფრთხო ქვეყანა. ამ მომენტისთვის საქართველო რჩება მწვანე ზონაში, გლობალური პანდემიის პირობებში და ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პანდემიის პერიოდი მინიმალური ზიანით გავიაროთ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას გამოეხმაურა, რომელსაც ისტორიაში პირველად, საქართველო მასპინძლობს.

„გვეამაყება, რომ ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ჩვენს ქვეყანას აქვს ასეთი მაღალი ნდობა, ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ძალიან საქმიანი და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა და ასევე, იმითაც, რომ საქართველომ გლობალური პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია საფრთხეების მართვა და რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა. ამ მომენტისთვის საქართველო რჩება მწვანე ზონაში, გლობალური პანდემიის პირობებში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პანდემიის პერიოდი მინიმალური ზიანით გავიაროთ. პირველ რიგში, ჩვენი საზრუნავი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა არის ეკონომიკის სტაბილიზაცია და მისი აღდგენა რისთვისაც უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარებას საქართველოში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობა გადაუხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელმაც, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ „საქართველო სანდო და პროგრესული სახით ყოფილიყო წარმოდგენილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში“.​