არჩილ თალაკვაძე მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს 14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა.
დროშა ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული თვითმყოფადობის მთავარი სიმბოლოა და მის ქვეშ ყველა ერთად ვშრომობთ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. ის აერთიანებს ყველას, ვისთვისაც საქართველო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი მნიშვნელოვანი და ძვირფასია.
ქართული დროშის ქვეშ იბრძოდნენ თაობები ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ეს ბრძოლა ახლაც გრძელდება. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ვახორციელებთ ფუნდამენტურ რეფორმებს და წინ მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მწამს, რომ ამ შრომის შედეგად,
ჩვენ გავხდებით დასავლური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ქართული დროშა ამაყად იფრიალებს ევროპულ სახელმწიფოთა დროშებს შორის.
გილოცავთ ყველას, ვინც სიამაყით ატარებთ და ასახელებთ ქართულ დროშას - განსაკუთრებით, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, სპორტსმენებს, ყველას, ვინც ზუსტად იცით, რომ სამშობლოზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
იხილეთ აგრეთვე:
✔️ბოლნისის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო დროში დღის აღნიშვნას შეუერთდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 998 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov-ზე განახლდა.
არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა სააკაშვილის კომენტარს და აცხადებს, რომ ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ.
აშშ-ის ისტორიაში პირველად, ქვეყნის თავდაცვის უწყებას აფროამერიკელი უხელმძღვანელებს. სენატმა პენტაგონის ხელმძღვანელად არმიის გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსთინი დაამტკიცა.
პოლონელი ევროპარლამენტარი, „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების” ჯგუფის წევრი რიშარდ ჩარნეცკი საავტორო სტატიას აქვეყნებს სათაურით „ორი ჯორჯიის ამბავი“.
შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე და აცხადებს, რომ ბიზნესის სექტორი დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას ვეღარ გაუძლებს.
წმინდა საყდრის სადესპანოს დუაენი ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით, დავით ზალკალიანს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია“, - ამ სიტყვებით ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კამალა ჰარისს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას.