მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ ოპოზიციასთან დიალოგი პარლამენტში განვაგრძოთ

პოლიტიკური დიალოგი დაიწყო

„მოლაპარაკებები გრძელდება. მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ პოზიციები დავაახლოვოთ. რა თქმა უნდა, არ ველოდებით, რომ ამ ფორმატში მოლაპარაკება დასრულდება. მზად ვართ, ოპოზიციასთან დიალოგი მეათე მოწვევის პარლამენტში განვაგრძოთ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ლიდერებთან მეორე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყნის ინტერესებშია, რომ პოლიტიკური სტაბილურობა იყოს მიღწეული.

„ვფიქრობ, ახლა ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია პოლიტიკური სტაბილურობა და უფრო მეტი შესაძლებლობის მოძებნა თანამშრომლობისთვის. ის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ჩვენ მიერ ჩატარდა ამის საფუძველს იძლევა. რა თქმა უნდა, დიალოგი არ დასრულებულა და ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ერთ შეხვედრას ჩავატარებთ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე: „ჩატარდება თუ არა ხელახალი არჩევნები“, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში უკვე ჩატარებულია.

👉 ინფორმაციისთვის, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების საკითხზე პირველი შეხვედრა 12 ნოემბერს აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში შედგა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ხმების გადათვლაზე მოლაპარაკების მაგიდასთან საუბარი აღარც არის“ - ჯაფარიძე

👉 „თალაკვაძისგან კონკრეტული წინადადება არ მიგვიღია“ - ნათელაშვილი