მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია დღეს თვითონ იმყოფება მოდელირებულ რეალობაში

პარლამენტის თავმჯდომარე 2020

„ოპოზიცია თვითონ იმყოფება დღეს მოდელირებულ რეალობაში, სადაც წაგებული პოლიტიკოსები არჩევნებში გასულ პოლიტიკოსებს უხევენ მანდატებს და კარნახობენ პირობებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ შემდგომი გადაწყვეტილების მიღების დროს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„მათ შორის, ის ლიდერები და ის მაგალითები, რომელიც თქვენ მომიყვანეთ ახლა, რეალურად, პარლამენტში ვერ შევიდნენ არჩევნებით, ისინი დარჩნენ პარლამენტს მიღმა და დღეს მოძღვრავენ თავის კოლეგებს ოპოზიციაში და საზოგადოების ნაწილს“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.