მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის მხრიდან არჩევნების გადადებაზე საუბარი პოლიტიკური კაპიტულაციაა

ქართული ოცნების წევრი

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან არჩევნების გადადებაზე საუბარი იმის ნიშანია, რომ აღნიშნულ პოლიტიკოსებს არ აქვთ გამარჯვების იმედი.

თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელი და მათი სატელიტები დაბალ ხმაზე უკვე საუბრობენ, არჩევნებამდე 10 დღით ადრე ხომ არ გადაიდება არჩევნები.

„ეს არის, პირდაპირ გეუბნებით, კაპიტულაცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს არანაირი იმედი არჩევნებში გამარჯვების არ აქვთ. მათ დარჩენიათ ერთადერთი, რომ ძალადობით, უიმედობის დანერგვით და ამ ტიპის პოლიტიკური შეფასებებით დათესონ ნიჰილიზმი და როგორმე ჩრდილი მიადგეს ჩვენი ქვეყნის თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს, რაც ვერ მოხდება, პირდაპირ გეუბნებით. ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გარანტიები და დაავადებათა კონტროლის ცენტრს , საარჩევნო ადმინისტაციას აქვს სრული მხარდაჭერა, რომ უზრუნველყონ არჩევნების დღეს მოქალაქეთა უსაფრთხოება. ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით და ამას მომზადებული შეხვედება სახელმწიფო, ისევე, როგორც ამომრჩეველლები. ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის დამკვირვებელთა უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თავისუფალი არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. არ მივცემთ არავის საშუალებას, რომ ამ დეზინფორმაციებით რაიმე ჩრდილი მიადგეს საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს. კიდევ ერთხელ ვამბობთ, მათი მხრიდან დაბალ ხმაზე საუბარი არჩევნების გადადებაზე ეს მიუთითებს, რომ ისინი წინასწარ აღიარებენ წაგებას და ეს არის პოლიტიკური კაპიტულაცია”,- აღნიშნა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.