მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე, ოპოზიციის უარს მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე, იაფფასიან პოპულიზმს უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარე 2020

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ოპოზიციის უარს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, იაფფასიან პოპულიზმს უწოდებს.

„რეალურად მათ გამარჯვების იმედი არ აქვთ. მეორე შემთხვევაში, ოპოზიციის ლიდერების უმრავლესობა, ვინც მეორე ტურში მონაწილეობს, პროპორციული სიით უკვე მოხვედრილია პარლამენტში. რამდენიმე მათგანის მეორე ტურში მონაწილეობას აზრი არ აქვს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

📌ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 II ტური - ვინ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს რეგიონებში?

🔴 II ტური - ვინ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს თბილისში?