მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე იმსჯელებს ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების თაობაზე

თალაკვაძე

ბიუროს სხდომის დასაწყისში  პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ  სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას  საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, ექთნებს, ეპიდემიოლოგებს, ასევე ყველა იმ მოკავშირე სამსახურის წარმომადგენლებს, ვინც ამ რთული დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას ეხმარება, რომ შევაკავოთ ვირუსის გავრცელება, დავიცვათ რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

როგორც ხედავთ, ის ღონისძიებები, რაც ჩვენ საზოგადოებასთან ერთად განვახორციელეთ, შედეგიანი იყო და ვირუსის გავრცელების მასშტაბები მცირდება.

პარალელურად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ - ხელისუფლება ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ყველაზე ადრე შესაძლებელ ვადაში მოხდეს ვაქცინაციის დაწყება, რადგან ეს თავის მხრივ, კავშირშია ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ აქტივობასთან, იმ შეზღუდვებთან, რომელიც დაწესებულია. აქტიურად ვმუშაობთ პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, რომ პროცესის ოპტიმალური მართვა გაგრძელდეს.

ხვალ გვექნება ასევე საბჭოს შეხვედრა, სადაც განვიხილავთ ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებულ დინამიკას და იმ ღონისძიებებს, რომელიც ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა დისკუსიას ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატებთან დაკავშირებით.

„მოგეხსენებათ, რომ არჩევნების შემდეგ მათ განცხადებებით მიმართეს საქართველოს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ვადა, რომლის განმავლობაშიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ვალდებულია საკითხი განიხილოს, გადასცეს ბიუროს და პლენარულ სხდომას - იწურება.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერდა დიალოგს და ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს ზუსტად ისე წარმოდგენილი, როგორც ის ხალხმა აირჩია. დიალოგის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ფასილიტატორ ელჩებს, ქალბატონ დეგნანს და ბატონ ჰარცელს.

ჩვენ ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მოცემული, რათა მაქსიმალურად ამოვწუროთ ვადები, როდესაც ოპოზიციას კიდევ შეუძლია საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს.

პარლამენტი მხოლოდ ამის შემდეგ, საგაზაფხულო სესიის დასაწყისში მიიღებს გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტის თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის პარლამენტის მისაღები, რეგლამენტით, თითოეული დეპუტატები მონაწილეობს კენჭისყრაში. საკითხზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე, 2 თებერვლიდან გვექნება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტი ოპონენტების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 2 თებერვალს უყრის კენჭს

შეგახსენებთ, რომ კომიტეტი განიხილავს ოპოზიციური პარტიების განცხადებებს 27 და 28 იანვარს და შემდეგ წარდგინება ბიუროს რეგლამენტის თანახმად.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის ოპოზიციური პარტიების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს

👉 პარლამენტი ოპონენტების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 2 თებერვალს უყრის კენჭს