მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან წავალ“- გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, 2020 წ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ჟურნალისტებთან პირველ კომენტარში აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. 

„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ.

რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.

გადაწყვეტილების მიზეზად მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების თარიღსა და ფორმასთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი პირველად 2019 წლის 8 სექტემბერს დაიკავა. მეორე ჯერზე კი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობა პარლამენტმა 2020 წლის 24 დეკემბერს დაამტკიცა.