მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ასეთი მძლავრი სამართლებრივი ბერკეტი საქართველოს არ ჰქონია“ - ვოლსკი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ვიცე-სპიკერი - გიორგი ვოლსკი

 საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

ვოლსკის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება ყველასთვის სამაგალითო იქნება.

„პოზიციას რასაკვირველია ვერავინ ვერ განუდგება საერთაშორისო დონეზე. ვერც პარტნიორი ქვეყნები გაატარებენ ამ თემას უყურადღებოდ და ცხადია, ეს ყველასათვის სამაგალითო იქნება. ასეთი მძლავრი სამართლებრივი ბერკეტი საქართველოს არ ჰქონია.

რუსული მხარისგან, ოკუპანტი ქვეყნისგან რას უნდა ველოდოთ დესტრუქციული მოქმედებების გარდა და ამას ემატება მისი ინტერესები შექმნას ალტერნატიული დერეფანი, ამას ემატება სამხედრო სტრატეგიული ინტერესები, რომელიც მას რეგიონში გააჩნია, თუმცა ამ ინტერესების დაპირისპირებისას რასაკვირველია საქართველოს პოზიციები გაცილებით უფრო გაძლიერებულია, რისთვისაც რუსეთი როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონომიკურ ფასს უკვე დიდი ხანია იხდის“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ინფორმაციისთვის, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო.