მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის საელჩო: პომპეოსთვის პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა სასიამოვნო იყო

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის ბსახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მაიკ პომპეოსთვის სასიამოვნო იყო სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა.

„სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული.

შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 17 ნოემბერს საქართველოს 2 დღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვია. პომპეო უკვე შეხვდა ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ამ წუთებში პომპეო საქართველოს მთავრობის მეთაურს გიორგი გახარიას ხვდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 გახარია: მოუთმენლად ველი ჩვენი ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას მაიკ პომპეოსთან

🔴 სალომე ზურაბიშვილისა და მაიკ პომპეოს შეხვედრის კადრები (ვიდეო)