მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის საელჩო ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას გმობს

აშშ-ის საელჩო საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

აშშ-ის საელჩო ხელისუფლებას მოუწოდებს აღნიშნულ საქმესთან ერთად სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები.

„აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, „ფორმულას“ ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის სამი პირი დააკავეს

🔴 „მითხრა, რომ კარგად დამემახსოვრებინა მისი სახე“ - ვახო სანაია თავდასხმის დეტალებზე