მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: საქართველო რეგიონის ლიდერია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

„საქართველო რეგიონის ლიდერია, ამიტომ ჩვენ მოველით, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავ განაგრძობს დემოკრატიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებას, ვინაიდან საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი ამოსავალი დემოკრატიული იდეალებისადმი ერთგულებაა“ - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სტივენ ბიგანმა ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ გამოსვლისას განაცხადა.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქვეყანაში დემოკარტიის შემდგომი გამნტკიცებისთვის საქართველოში საპარალემნტო არჩევნების დემოკრატიულად, საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარების მნიშვნელობას და ამისათვის პოლიტიკურ ნებისა და ქართველი ხალხის მზაობის არსებობის მნიშვნელობა აღნიშნა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით, საქართველო აშშ-ის მტკიცე და სანდო პარტნიორადაა აღიარებილი. პანდემია კი არის უახლესი მაგალითი იმისა, თუ რა ზემოქმედებას ახდენს საქართველოსთან ამერიკის პარტნიორობა ჩვეულებრივ მოქალაქეთა ცხოვრებაზე.

სტივენ ბიგანის განცხადებით, აშშ საქართველოს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებაშიც დაეხმარება.

„საქართველო ევრაზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სატრანზიტო ჰაბად ყალიბდება და ამ ამბიციებს კიდევ უფრო დიდ სტიმულს შესძენს სამხრეთის გაზის დერეფნისა და ლაპის ლაზულის დერეფნის ინიციატივების განხორციელება“, - განაცხადა სტივენ ბიგანმა.

„მე მსურს ვიყო იმ ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მომდევნო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და გაღრმავებას ემსახურება“, - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.