მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ რიკერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ ენმ-ის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

„მივესალმები, რომ ჩაინიშნა გაუთვალისწინებელი შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან - ფილიპ რიკერთან, რომელიც ყველაზე მაღალი დონის დიპლომატია ევროპის და გარშემო დიდ რეგიონში აშშ-ის მხრიდან, რომელიც კონკრეტულად აღჭურვილია უფლებამოსილებით ეს საკითხები გადაწყვიტოს. შეხვედრა არ იყო გათვალისწინებული ოპოზიციასთან, არ იყო პროტოკოლში, რაც, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, არ იყო სწორი - ახლა ის ჩაინიშნა.

ეს ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტია, ოპოზიციის წარმომადგენლების ერთიანობაზე და სიმტკიცეზეა უკვე ყველაფერი დამოკიდებული“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

👉 ინფორმაციისთვის, მაიკ პომპეომ საქართველოში მაღალი დონის შეხვედრები გამართა როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე მთავრობის მეთაურთან.

👉 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აგრეთვე შეხვდა პატრიარქ ილია მეორესა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 კახა წიქარიშვილი: პომპეოსთან შეხვედრაზე დავაფიქსირეთ, რომ სასამართლო შიდა გავლენებით იმართება

👉 დავით ზალკალიანი: ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა