მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამერიკის ელჩი: კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველო შთამბეჭდავად ართმევს თავს

აშშ-ის ელჩი საქართველოში, 2020

„კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს საქართველო შთამბეჭდავად ართმევს თავს“ , - აღნიშნულის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჯანდაცვის მინისტრთან ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინისტრმა ელჩს, ქვეყანაში და ჯანდაცვის სფეროში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების მრუდი სტაბილურია.

„მნიშვნელოვანია, რომ ვირუსის გავრცელების მრუდი არის სტაბილური, ქვეყანა არ იშურებს ძალისხმევას შეაჩეროს ინფექციის გავრცელება და თავიდან იქნას აცილებული ისეთი პიკი, რომელიც ჯანდაცვის სისტემისთვის რთული იქნება. მთავრობამ ძალიან კარგი სამუშაოები გაატარა, არა მარტო უშუალოდ ინფიცირებულთა მართვის თვალსაზრით, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით. მინდა ავღნიშნო, რომ ამერიკის საელჩო საქართველოში მიჰყვება და ითვალისწინებს შესაბამის რეკომენდაციებს. მნიშვნელოვანია სახლში დარჩენა, ხელების რეგულარულად დაბანა და სოციალური დისტანცირება. სწორედ მსგავსი ქცევა ახდენს დიდ გავლენას ვირუსის გავრცელებაზე და ეხმარება საქართველოს, რომ ინფიცირებულთა რიცხვი იყოს ასეთი მცირე. მოსაწონი და მისასალმებელია საქათველოს მთავრობის, ჯანდაცვის მინისტრისა და სხვა სამინისტროების, პრემიერ მინისტრის, პრეზიდენტის მიერ გატარებული ის შესანიშნავი სამუშაოები, რასაც ამ რეალურად საგანგებო სიტუაციაში აკეთებენ“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.