მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აუდიტის სამსახური „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერებას იკვლევს

პატრიოტთა ალიანსის ლიდერები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს აუდიტის სამსახურის პრესცენტრში განუცხადეს, მოკვლევა მიმდინარეობს გეგმიური წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებშიც, თუმცა გადაამოწმებენ პარტიის დაფინანსების რუსულ წყაროებთან კავშირსაც.

მათივე განცხადებით, აუდიტის სამსახურმა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წერილით უკვე მიმართა .

„რა თქმა უნდა, წინასაარჩევნოდ, როგორც ყველა პარტიის, მათი მონიტორინგიც აქტიურად მიმდინარეობს - ხარჯებისა და შემოსავლების ნაწილში. დამატებით კი მოვიკვლევთ ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას, პარტიის დაფინანსების რუსულ წყაროებთან კავშირის შესახებ. უკვე მივმართეთ წერილით, რათა დამატებითი ინფორმაციაც მივიღოთ“. - განგვიცხადეს აუდიტის სამსახურში.

ცნობისთვის, 25 აგვისტოს, ანტიპუტინური არასამთავრობო ორგანიზაციის(„დოსიე“) მიერ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე , „ევროპულმა საქართველომ“ საქართველოს პროკურატურას განცხადებით მიმართა, გამოიძიოს „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხი.

პროკურატურამ კი„ევროპული საქართველოს“ მიერ შეტანილი განცხადება პატრიოტთა ალიანსის დაფინანსებასთან დაკავშირებით განიხილა და შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა.

„საქართველოს ორგანული კანონი, - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების დასაშვებ ფორმებს. ამავე კანონის 341 -ე მუხლის თანახმად - პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მათ შორის აუდიტის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს პარტიის ფინანსების კანონიერება და მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობის დარღვევაზე, ხოლო საამისო საფუძვლის არსებობისას გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.


ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გენერალურ პროკურატურაში შემოსული ზემოაღნიშნული განცხადება, შემდგომი რეაგირებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადაიგზავნა“. - განაცხადეს პროკურატურაში.