მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აუცილებელია გამოსავლის პოვნა“ - სტოლტენბერგი ნიკა მელიას დაკავებაზე

ნატო-ს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების საკითხს გამოეხმაურა. 

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ რთული მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვოს.

„ნატო გახლავთ ალიანსი, რომელიც დაფუძნებული გახლავთ ძირითად ფასეულობებზე. ეს გახლავთ კანონის უზენაესობა, დემოკრატია და თავისუფლება. ეს არის ის ქვაკუთხედი, რომელიც საფუძვლად უდევს ალიანსს. სწორედ ამიტომ ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ძალისხმევას, პროგრესს, რომელსაც მან მიაღწია და რაც გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რეფორმების განხორციელებას და სხვადასხვა ინსტიტუტების გათანამედროვებას.

რასაკვირველია ალიანსი ამ მიმართულებებს მხარს უჭერს. სწორედ ამიტომ, ალიანსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის არსებული მდგომარეობა, რაც საქართველოში არსებობს. აგრეთვე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების საკითხი, სწორედ ამიტომ აუცილებელი გახლავთ გამოსავლის პოვნა ამ რთული მდგომარეობიდან. თუ ასე იქნება საქართველო შეძლებს განახორციელოს ის დაგეგმილი რეფორმები, რომელიც დღის წესრიგში დგას დემოკრატიულობის კუთხით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადაყვანილია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

უფლებადამცველები საჩივრით ბრალდებულ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

ამის შემდეგ, პროკურატურამ განაცხადა, რომ მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს, რაზედაც, მელიამ უარი განაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ოლიგარქის ხელისუფლებამ საჭიროა უპირობოდ გადადგას ის ნაბიჯები, რომლისკენაც მას დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ“ - ნიკა მელია

✔️ „ახალი არჩევნების შედეგად არჩეული კოალიციური მთავრობა გვჭირდება“ - ნიკა მელია