მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში დავით გარეჯის საქმეზე განცხადებას აკეთებს

დავით გარეჯის კომპლექსი

აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში დავით გარეჯის საქმის შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და აცხადებს, რომ აღნიშნულზე საკითხზე კომენტარის გაკეთებას არაკორექტულად მიიჩნევს.

„აზერბაიჯანული მხარე თავს ვალდებულად არ თვლის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე სამართლებრივ პროცესზე რაიმე კომენტარი გააკეთოს. ეს არაკორექტული იქნება“, - აღნიშნა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველმა ელდარ ბაირამოვმა პრესკონფერენციაზე.

ინფორმაციისთვის, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩევა არიან დაკავებული.

მათ წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 308 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.