მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბადრი ჯაფარიძე: ახლა გვჭირდება არა ერთმანეთთან ბრძოლა, არამედ შეთანხმება

ლელოს წარმომადგენელი

„მოლოდინი მაქვს, რომ მმართველი გუნდი რეალურად შეაფასებს მოცემულობას“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ახლა გვჭირდება არა ერთმანეთთან ბრძოლა, არამედ შეთანხმება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან.

ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ახალი, ვადამდელი არჩევნები“, - დასძინა ბადრი ჯაფარიძემ.

აგრეთვე მისი თქმით, მესამე რაუნდზე უნდა მოახერხონ „გარღვევა“.

„მესამე რაუნდზე უნდა მოვახდინოთ გარღვევა. ყველა უნდა მივხვდეთ, რომ შეთანხმება სჭირდება „ქართულ ოცნებასაც“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 უდუმაშვილი ბრალდებებს პასუხობს

👉 ცქიტიშვილი: სისტემური „ლოქდაუნის“ შესახებ, არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული