მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბადრი ჯაფარიძე: არ მინდა შევაფასო ვაშაძის განცხადებები

ლელოს ერთ-ერთ ლიდერი

პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გრიგოლ ვაშაძის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს.

ჯაფარიძე ამბობს, რომ მას არ სურს ვაშაძის განცხადების შეფასება.

„არ მინდა შევაფასო ვაშაძის განცხადებები, ჩვენთვის მთავარია ახლა ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსავლის ძებნა და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ახლა გვაქვს შეჯერებული პოზიცია. ოთხი პარტია შევჯერდით განცხადების ირგვლივ, რომელიც პირდაპირ ამბობს იმის თაობაზე, რომ დღევანდელი არჩევნების შემოთავაზებული ცესკოს შედეგები არის ჩვენთვის არის პრაქტიკულად გაყალბებული“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

ბადრი ჯაფარიძემ დასძინა, რომ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ განცხადება გრიგოლ ვაშაძის განცხადებისგან დამოუკიდებლად შეიმუშავა.

ინფორმაციისთვის, ვაშაძემ ყველა პოლიტიკურ პარტიას განცხადებით მიმართა. „სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან“, - აცხადებს ვაშაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ბურჯანაძე ვაშაძის განცხადებაზე: ოპოზიციურ ერთობას არ უღალატებს

🔴 წიკლაურისთვის გრიგოლ ვაშაძის განცხადება მიუღებელია

🔴 დეკანოიძე: გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან შეთანხმებული