მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბადრი ჯაფარიძე: მზად ვართ გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმი იმისთვის, რომ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას

ლელოს ერთ-ერთ ლიდერი

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, შეხვედრა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ გაეცვალათ მოსაზრებები ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

„შეხვედრა აგრეთვე შეეხებოდა იმას თუ რა გეგმები აქვს ოპოზიციას. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია საუბარი და გავაცანით პოზიცია თუ რატომ მივიჩნევთ ამ არჩევნებს გაყალბებულად.

ასევე მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხედულება იმასთან დაკავშირებით თუ აშშ როგორ აპირებს ხელი შეუწყოს ამ კრიზისის განმუხტვას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ აშშ დარჩეს პროცესში, რადგან მოხერხდეს შეთანხმების მიღწევა.

„მზად ვართ ვიმუშაოთ კონსტრუქციულად, გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმში ჩვენი ურთიერთობა ხელისუფლებასთან იმისათვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას“, - დასძინა ბადრი ჯაფარიძემ.

📌 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველო უკვე დატოვა.

📌 საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეოს მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ინაშვილი: პომპეოს მოადგილესთან შეხვედრაზე მთავარი თემა არჩევნები იყო

👉 ზალკალიანი: პომპეოს მოადგილის დარჩენა მანამდეც იყო გათვალისწინებული