მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენის მრჩეველი: საქართველოში ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება

მაიკლ კარპენტერი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ერთ-ერთი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მაიკლ კარპენტერი, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციას „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„საქართველოში ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება - ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისს შტურმით იღებენ. ვიმედოვნებ, თავები გაგრილდება და სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდება“ - წერს მაიკლ კარპენტერი

ინფორმაციისთვის სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს.