მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაქრაძე: ჩვენი ბრძოლა არ არის პარტიული

ბაქრაძე სამეგრელოში

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, დღეს არსებულ გაჭირვებასა და უპერსპექტივობას 31 ოქტომბრის არჩევნები შეცვლის.

ბაქრაძე ამბობს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს.

„ჩვენი ბრძოლა არ არის პარტიული ბრძოლა, ჩვენი ბრძოლა არ არის „ევროპული საქართველოს“ ბრძოლა, ჩვენი ბრძოლა არის ბრძოლა გარდამტეხი ცვლილებებისათვის საქართველოში, რომელიც უნდა მოიტანოს „ევროპულმა საქართველომ“.

უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი შანსი, თუ ჩვენ ეს შანსი ხელიდან გავუშვით, თუ ჩვენ 31 ოქტომბერს არ წავედით არჩევნებზე, თუ ჩვენ არ შევცვალეთ ცხოვრება, ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალი 4 წელიც და კიდევ ბევრი წელიც სიღარიბეში ვიქნებით“, - განაცხადა ბაქრაძემ.