მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაქრაძე მთავრობის გადაწყვეტილებაზე: სწორად გადადგმული ნაბიჯია

ევროპული საქართველოს წევრი, 2020

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე კომუნალური ვაუჩერების გაცემასთან დაკავშირებით, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ბაქრაძემ მიღებულ გადაწყვეტილებას სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

"კომუნალური ვაუჩერების გაცემა ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, დაგვიანებით, მაგრამ ხელისუფლებამ დაიწყო კონკრეტულ ინიციატივებზე საუბარი. ეს ინიციატივა იყო "ევროპული საქართველოს" ანტიკრიზისული გეგმის შემადგენელიც, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს არასაკმარისია. ამიტომ ხელისუფლებას ვთავაზობთ დამატებით ნაბიჯებზე იფიქროს, როგორიცაა სახელფასო კოპმენსაციის გაცემა იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახური დაკარგა ან არ დაკარგა, მაგრამ უხელფასოდ არის ან უვადო შვებულებაშია, მეორე- ერთჯერადი დახმარების გაცემა სოციალურად ყველაზე დაუცველი ფენებისთვის, მესამე საპენსიო შენატანების გაჩერება წლის ბოლომდე და ბოლოს გადასახადების შემცირება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.