„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, გაზაფხულზე ხელახალი არჩევნების დანიშვნას საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება.
„ხელახალი არჩევნებისთვის მოქმედი კონსტიტუციური მექანიზმები არსებობს. ძალიან ბევრ დემოკრატიაში პარლამენტი ხელოვნურად იწვევს მაგალითად მთავრობის ნდობის არ გამოცხადებას, ან ბიუჯეტის ჩაგდებას იმისთვის, რომ იყოს რიგგარეშე არჩევნები. საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში საკონსტიტუციო ცვლილება რიგგარეშე არჩევნებს არ სჭირდება“,- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, საუბარია საკანონმდებლო ცვლილებებზე, რათა შეიცვალოს საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების და არჩევნების ჩატარების წესი. ამისთვის კი, „ევროპული საქართველო“ მზად არის, მე-10 მოწვევის პარლამენტთან სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ითანამშრომლოს.
„შესვლას არ ვაპირებთ, მაგრამ მზად ვართ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ამ პარლამენტთან, იმ ერთადერთ პარტიასთან ვითანამშრომლოთ, რათა შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და გაზაფხულზე დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი კომპრომისული ნაბიჯი“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
📌 როდის შეიკრიბება მე-10 მოწვევის პარლამენტი?
📌 ინაშვილი: მემორანდუმი უნდა შედგეს მყარი გარანტიებით, რომ ახალი არჩევნები დაინიშნება
დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალს დღეს დაუზუსტებენ.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, 20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 96 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში დაუპირისპირდა.
აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტზე პენსილვანიის მთავარ ექიმს, ტრანსგენდერ რეიჩელ ლევინს წარადგენს. ამის შესახებ Washington Post იტყობინება.
PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე რუსული ხომალდის „ფორტუნას“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
იგეგმება ნარჩენების სეპარირების გამართული სისტემის შექმნა, რომელიც ნარჩენების ხარისხიანად გადამუშავებას უზრუნველყოფს. ამ ვალდებულებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აკისრებს - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.
კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ოპოზიციამ საზოგადოებას ახალი სტრატეგია და პრობლემების გადაჭრის ახალი გზები უნდა შესთავაზოს.