მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაქრაძე: საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად მზად ვართ, პარლამენტთან ვითანამშრომლოთ 

ევროპული საქართველოს წევრი, 2020

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, გაზაფხულზე ხელახალი არჩევნების დანიშვნას საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება. 

„ხელახალი არჩევნებისთვის მოქმედი კონსტიტუციური მექანიზმები არსებობს. ძალიან ბევრ დემოკრატიაში პარლამენტი ხელოვნურად იწვევს მაგალითად მთავრობის ნდობის არ გამოცხადებას, ან ბიუჯეტის ჩაგდებას იმისთვის, რომ იყოს რიგგარეშე არჩევნები. საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში საკონსტიტუციო ცვლილება რიგგარეშე არჩევნებს არ სჭირდება“,- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, საუბარია საკანონმდებლო ცვლილებებზე, რათა შეიცვალოს საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების და არჩევნების ჩატარების წესი. ამისთვის კი, „ევროპული საქართველო“ მზად არის, მე-10 მოწვევის პარლამენტთან სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ითანამშრომლოს.

„შესვლას არ ვაპირებთ, მაგრამ მზად ვართ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ამ პარლამენტთან, იმ ერთადერთ პარტიასთან ვითანამშრომლოთ, რათა შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და გაზაფხულზე დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი კომპრომისული ნაბიჯი“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

📌 როდის შეიკრიბება მე-10 მოწვევის პარლამენტი?

📌 ინაშვილი: მემორანდუმი უნდა შედგეს მყარი გარანტიებით, რომ ახალი არჩევნები დაინიშნება

📌 მამუკა ხაზარაძე: გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნებია