პოლიტიკა

ბატონო სერგი, თქვენი ბოდვით თავიდან მოკალით ჩვენი გმირი ჯარისკაცები! - დავით ჩიხელიძე სერგი კაპანაძეს

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე, „ევროპული
საქართველოს“ წევრი სერგი
კაპანაძე - Digest.ge
1617792741
დაკოპირებულია

„ოპოზიციის მიერ  ქვეყნის ღალატის და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ქრონიკები“ - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებას ცხინვალისა დაბომბვასა და კასეტური ბომბების გამოყენებასთან დაკავშირებით.

დავით ჩიხელიძე სერგი კაპანაძის განცხადებას ცხინვალის დაბომბვასა და კასეტური ბომბების გამოყენებასთან დაკავშირებით ღალატის კლასიკურ მაგალითს უწოდებს:

„ამჟამად ოპოზიციაში მყოფი, ერთ დროს კი მმართველი გუნდის წევრები საკუთარი თავის ლუსტრაციას განაგრძობენ და უკვე მერამდენედ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან, იბრძვიან ისე როგორც შეუძლიათ, ზოგჯერ სიტყვით, ზოგჯერ კი საქმით.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის და ღალატის სია საკმაოდ გრძელია, ამიტომ მხოლოდ რამდენიმეს შევეხები.... დავიწყოთ წარსულიდან.

⭕ შექმნეს ორი ადმინისტრაციული ერთეული, ზემო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომელიც ომის შემდეგ წარმატებით გადაუფორმეს რუსეთს, (შექმნეს სამართლებრივი საფუძველი, რომ საქართველოს ტერიტორიები დაეკარგა

⭕ ხელი მოაწერეს რეზოლუციას, რომელშიც მკაფიოდ წერია, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

⭕ დაიწყეს სამართლებრივი დავა რუსეთთან, მაგრამ ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სტრასბურგში სასამართლო დავა წაეგოთ (არ მოახდინეს მტკიცებულებების წარდგენა, სტრასბურგში გამარჯვება მმართველი გუნდის დაუღალავი მუშაობის შედეგია, რომელმაც 2012 წლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულება მოიპოვა და შეაგროვა)

⭕ დავით გარეჯის ნაწილი გადასცეს აზერბაიჯანს (რომელიც მოქმედი ხელისუფლების პირობებში აუცილებლად დაუბრუნდება საქართველოს)

დღეს კი ოპოზიციის წარმომადგენელი სერგი კაპანაძე სიამაყით ამბობს „არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“. აღნიშნული გახლავთ ქვეყნის ღალატის კლასიკური მაგალითი, პუტინის და კრემლის პოლიტიკის გატარება და მათი პოზიციის მხარდაჭერა, რომელსაც არაფერი აქვს საერთოს სახელმწიფო ინტერესებთან. ბატონო სერგი, თქვენი ბოდვით თავიდან მოკალით ჩვენი გმირი ჯარისკაცები!

დასასრულს კი კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებს შეგახსენებთ „ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი“. ეს ჩვენი მწარე რეალობაა, საქართველო დღესაც სავსეა მოღალატეებით,“ - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

ინფორმაციისთვის, როგორც 6 აპრილს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, „არავინ უარყოფს ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“.

ამავე თემაზე:

შენნაირ „განათლებულ“ ადამიანს ასეთი შეცდომები არ უნდა მოსდიოდეს - რატი იონათამიშვილი სერგი კაპანაძეს

„საინტერესოა, ამ განცხადების გამო, „ურაპატრიოტები“ და ქუჩის ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებიარ მიუვარდებიან სერგი კაპანაძეს? - გია აბაშიძე

ეს არის ტყუილი, რაც მან დააბრალა ჩვენს ქვეყანას - სოზარ სუბარი სერგი კაპანაძეზე

თბილისი, მტკვარი,
მშვიდობის ხიდი

798 თბილისი, 113 სამეგრელო-ზემო სვანეთი...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.

1618988435

„ვერცერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი ვერ შევა კონკურენციაში ჩვენს სახელმწიფო ინტერესებთან. ბოლო პერიოდმა ძალიან კარგად დაანახა საზოგადოებას, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ, და რომელი ჯგუფის ინტერესები ემთხვევა ხშირ შემთხვევაში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით მათიკაშვილი აცხადებს.

1619002219

„რიონის ხეობის“ ერთ-ერთი მცველი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებისგან საჭირო პასუხს ვერ მიიღებენ, პროტესტის ტალღა კიდევ უფრო მასშტაბური გახდება და საპროტესტო მუხტი უფრო აიწევს.

1619001952

ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ისნის რაიონში მცხოვრებ 29 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1619001827

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანე მოუწოდებს ნიკა მელიას, რომ გაითვალისწინოს ევროკავშირის მიერ დოკუმენტით გათვალისწინებული წინადადებები.

1619001752
პროექტი მარნეულში

მარნეულში CENN, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდა...

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერიის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად CENN-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას...

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს.

ნიკა მელია ხელს კრავს ევროკავშირს, მათ მ...

ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე, ამნისტიაც.

ნიკა მელიამ გულწრფელად გადაწყვიტა ალბათ,...

„მელიამ გულწრფელად გადაწყვიტა ალბათ, რომ ციხეში ჯდომით მოინანიოს ის საქციელი, რაც 20 ივნისს ჩაიდინა - მეტი ახსნა მის ასეთ პათოსს და განცხადებებს არ აქვს,“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას, რომლის თანახმად, მისთვის მიუღებელია როგორც გირაოს გადახდა, ასევე ამნისტიაც.