მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობას კარდაკარ ხვდებიან

მაჟორიტარები კარდაკარ

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, საქართველოს პარლამენტში რესან კონცელიძემ და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ტიტე აროშიძემ, კარდაკარ შემოვლა ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრით გააგრძელეს. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

როგორც, რესან კონცელიძე აცხადებს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამომრჩევლები დიდი იმედით ხვდებიან და ინტერესით ეცნობიან დეპუტატების სამომავლო გეგმებს. ისინი კმაყოფილებას გამოთქვამენ იმ პროგრესის მიმართ, რომელიც უახლოეს მომავალში დიდი გამარჯვებით დასრულდება.

არსებული ინფორმაციით, დეპუტატები კარდაკარ მსვლელობის შემდეგ მაიაკოვსკის, დიმიტრი თავდადებულის, შამილაძისა და ზედაღელის მოსახლეობას შეხვდნენ.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარალემტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. არჩევნები მოდელით 120/30-ზე გაიმართება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარული სიით 30, ხოლო პროპორციული სიით 120 წევრი შევა.