მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბათუმში თუ გვათხოვებთ კაფე-ბარებს, გავხსნით შტაბებს“ - „გირჩის“ შეთავაზება

გირჩი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

„გირჩის“ მაჟორიტარობის კანდიდატი იაგო ხვიჩია ბათუმში კაფე-ბარებსა და რესტორნებში დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა და ახალი ინიციატივაც გააჟღერა.

კერძოდ, მან კაფე-ბარებისა და რესტორნების მფლობელებს მიმართა, რომ „გირჩს“ საარჩევნო შტაბი გაახსნევინონ.

„ჩვენ ბათუმში მხოლოდ 1 ოფისი გვაქვს, კომახიძის N15-ში. ჩვენს კონკურენტ პარტიებს ბევრი ოფისი აქვთ, რადგან ბევრი ფული აქვთ.

მე მაქვს შეთავაზება ხვალიდან დახურული რესტორნებისა და კაფე-ბარების მესაკუთრეებისთვის.

ჩვენ გვჭირდება შტაბი ქალაქის სხვადასხვა ადგილას, რათა ამომრჩევლებს შევხვდეთ და ვესაუბროთ. თუ გვათხოვებთ თქვენს კაფე-ბარებს, ან რესტორნებს, ჩვენ გავხსნით შტაბებს, სადაც ჩვენი ამომრჩევლები მოვლენ. ხოლო თქვენ კლიენტებს ისე მოემსახურებით, როგორც აქამდე ემსახურებოდით. როგორც იცით, საარჩევნო კამპანია აკრძალული არ არის, ამიტომ ხელს ვერ შეგვიშლიან.

ეს შეთავაზება ყველა რესტორანთან და კაფესთან არ გვექნება, ეს შეთავაზება მხოლოდ იმ კაფე-ბარებისთვის ან რესტორნებისთვის არის, რომელთა მესაკუთრეები „გირჩის“ მხარდამჭერები არიან, გულშემატკივრობენ და სურთ, რომ ამ საქმეში დაგვეხმარონ“,- აცხადებს იაგო ხვიჩია.

ინფორმაციისთვის, ხვალიდან, 25 სექტემბრიდან აჭარაში 22:00 საათის შემდეგ რესტორნები აღარ იმუშავებენ.