მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბექა დოჭვირი: შეზღუდვები რისკების მინიმიზაციას უკავშირდება

ბექა დოჭვირი

მთავრობის საპარლამენტო მდივნის ბექა დოჭვირის განცხადებით ყველა დაწესებული შეზღუდვა, როგორც საგანგებო მდგომარეობის დროს, ისე მის შემდგომ, მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიდეს დაავადების გავრცელება. მისი თქმით ქელეხები და ქორწილები მაღალი რისკის მატარებელია, რადგან ბევრი უცხო ადამიანი იყრის ერთად თავს.

ბექა დოჭვირის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ე.წ. მოლები და ბაზრობები ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი მატარებელია.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგალითად ე.წ. მოლები და ბაზრობები ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკის მატარებელია, როდესაც დღის განმავლობაში ასეული და მეტრის შემთხვევაში ათასეულიც კი ერთად იყრის თავს. ბუნებრივია, რაღაც გარკვეული რეკომენდაციები შესაძლებელია დავაწესოთ, მაგალითად - ჭადრაკისებური განლაგება, მაგრამ ამის ეფექტური აღსრულებაც უნდა მოხდეს. იგივე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადით მგზავრობა. ამ ყველაფერს აღსრულება და ეპიდსიტუაციის დასტაბილურება სჭირდება. ის, რომ დღეს მხოლოდ და მხოლოდ ორი ახალი შემთხვევა გვქონდა, დინამიკაში უნდა დავინახოთ, რამდენიმე დღის განმავლობაში, ან ორი კვირის განმავლობაში რა შედეგი გვექნება, შემდეგ უკვე რა რჩევას მოგვცემენ ეპიდემიოლოგები და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები, ნელა, კონსერვატიულად არის მიღებული, მაგრამ სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარეა ის შედეგი, რომელიც დღეს საქართველოს აქვს და ამ მიდგომას მიმართავს ევროკავშირი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, როგორც ვაკვირდები,“- აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.