„ჩვენი პოლიტიკური გუნდის მთავარი ამოცანა პანდემიის პირველი დღიდან იყო ორი. პირველი - ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მეორე - საქართველოს ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენება“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი როგორც შეზღუდვების, ისე კომპენსაციების და ანტიკრიზისული პაკეტების მიმართულებით ეფუძნებოდა გამოწვევების სიმძაფრეს.
„დღეს როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე, თუმცა მართვადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება რვა დიდ ქალაქში და წარმოადგინა დაბალანსებული მხარდაჭერის პაკეტი ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ჩვენი მოქალაქეების და მათი სოციალური მდგომარეობის, ისე ბიზნესის მხარდაჭერას. მთავარი მიზანია, შევუმსუბუქოთ ბიზნესს ის ეკონომიკური წნეხი, რაც ამ შეზღუდვების შედეგად მიადგებათ და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
რაც შეეხება ეკონომიკაზე გავლენას, ლილუაშვილის თქმით, შეზღუდვებს, ისევე როგორც გლობალურ პანდემიას, ექნება გავლენა ეკონომიკურ აქტივობაზე თუმცა, სადღესასწაულო დღეებში შეზღუდვები მაქსიმალურად შემსუბუქდება.
„სტრუქტურირებული შეზღუდვები იმდაგვარად არის, რომ ძირითადი დროის მონაკვეთი, როდესაც ქვეყანაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური აქტივობა, რაც არის სადღესასწაულო დღეები, შეზღუდვები მაქსიმალურად არის შემსუბუქებული, ფაქტობრივად მოხსნილი, გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდება შეზღუდვების ორდღიან მექანიზმზე გადასვლა“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად შეზღუდვების აუცილებლობაზე საუბრობს ამირან გამყრელიძე. ის ვირუსის დამარცხების მთავარ იარაღად ვაქცინაციას ასახელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტში ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმაურებიან, რომლის თანახმად პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი მანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან.
რუსეთში საპროტესტო აქციებზე 2 500-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. პოლიციის მხრიდან აქტივისტების მიმართ გამოყენებული ძალის მიუხედავად, დემონსტრაციები რუსეთის ათობით ქალაქში მაინც შედგა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა.
ფერმის ასაშენებლად ჯამურად, 2 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, დანარჩენი თანხა კი ფერმერის ინვესტიცია.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ქსელში ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. კერძოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტებმა „მოღალატე“ ეძახეს და ბოლოს ერთ-ერთმა აქტივისტმა მას თავზე ნაგავი გადააყარა.
2021 წლის 20 იანვარს ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციები მიიღო. რეზოლუციებში ევროპარლამენტი ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი europarl.europa.eu აქვეყნებს.
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის ჯ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 98 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის ბრიტანული შტამი სხვებთან შედარებით უფრო საშიშია. ამასთანავე ის აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ვაქცინა ამ შტამის მიმართ ეფექტურია. ამის შესახებ washingtonpost.com იუწყება.