მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბექა ოდიშარია: "ქართული ოცნების" ხელისუფლება დასავლური მედიისგან უმაღლეს შეფასებას იღებს

ქართული ოცნების დეპუტატი

პარლამენტის დიაპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია გამოცემა "დეილი სიგნალში" გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, დასავლური მედია "ქართული ოცების" ხელისუფლებას უმაღლეს შეფასებას აძლევს.

"გამოცემა "დეილი სიგნალმა" დღეს გამოქვეყნებულ თავის სტატიაში საქართველო მოიხსენია, როგორც ყველაზე მყარი და საიმედო პარტნიორი რეგიონში, მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში და დღევანდელი სიტუაცია შეადარა იმ საომარ მოქმედებებს და ჩვენს კონტრიბუციას, რომელსაც ჩვენი ჯარისკაცები ეწვიან სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციებში, ავღანეთსა თუ სხვა ქვეყნებში.

ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება დასავლეთის პრესისაგან, დასავლური საზოგადოებისაგან იღებს უმაღლეს შეფასებას, და დღეს ჩვენი ხელისუფლების ასეთი ტიპის მოქმედება ამ სამყაროს გამოწვევის წინაშე, ვფიქრობ, რომ მართლაც არის რეგიონში მისაბაძი და გამოსაკვეთი", - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.