მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბექა ოდიშარია: საქართველო ერთ-ერთი პირველია, რომელმაც სამშობლოში მოქალაქეების დაბრუნება მოახერხა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

"პირდაპირ მინდა განვაცხადო, საქართველო ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია, საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით", - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში ჩართულია, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ყოველდღიურად ისმენენ განახლებულ, ოპერატიულ ინფორმაციებს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა ჩვენს დიასპორებში საზღვარგარეთ.

"ჩვენი საელჩოები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საკონსულოები, 24 საათიან რეჟიმში ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით იმყოფებიან საზღვარგარეთ. აწვდიან მათ სხვადასხვა სერვისებს, დაწყებული ბილეთის შეძენისა და ძველი ბილეთის გადაცვლასთან დაკავშირებით. ასევე, იქნება ეს სამედიცინო დახმარება, ვადაგასული დაზღვევის პოლისების ონლაინ სისტემით გახანგრძლივება, საკვებით, თავშესაფრით, პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა. ასევე ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ დარჩენილ ჩვენს თანამემამულეებს უზრუნველყოფენ ისეთი საჭირო სერვისებით, როგორიც იურიდიული თუ სხვა მომსახურებაა", - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

დეპუტატის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად რეისების გაჭიანურებაზე საუბარი სპეკულაციაა.

"საქართველოში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებსაც და უცხოეთში ყოფ თანამემამულეებსაც უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია სისტემაზე, რომელიც მუშაობს მწყობრად. ეს სისტემა გულისხმობს იმას, რომ ჩამოსული ადამიანების კარანტინში განთავსება, მათი თვითიზოლაციაში გადაყვანა უნდა მოხერხდეს დაბალანსებულად, რომ არ მივიღოთ იგივე სიტუაცია, რაც მიიღეს წამყვანმა წამყვანმა ქვეყნებმა დღეს მსოფლიოში. შესაბამისად აქამდე განხორციელებული იყო იმდენად დიდი რაოდენობით რეისები, რომ საქართველოში დაბრუნდა 5000-მდე ადამიანი, მათ შორის სახმელეთო და საზღვაო საზღვრების გამოყენებით", - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.