მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბესიკ ბოგველი აცხადებს, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხას გადაიხდის

ფსიქოლოგი- მელიას გირაო

ფსიქოლოგიის განვითარების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ის ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდას აპირებს. 

ბესიკ ბოგველი აღნიშნავს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით მიიღო.

„ეს არის უბრალოდ დასტური, რომ მმართველი პარტია და მასთან დაკავშირებული ძალები დესტაბილიზაციისა და დაპირისპირების გარეშე ვერ ძლებენ. ფსიქოლოგი ვარ, არ შეიძლება ფსიქოლოგს პოზიცია ჰქონდეს?

ნიკა მელია და ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი არის პირველ რიგში მოქალაქე, ეს თანაგრძნობაც არის და ვხედავ, რომ ძალიან ცუდად მიდის ქვეყანა. ფსიქოლოგს არ შეიძლება ჰქონდეს ანტიპატია ვინმეს მიმართ“,- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ნიკა მელია 23 თებერვალს დაახლოებით, 09:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში დააკავეს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ინფორმაციისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

აგრეთვე იხილეთ:

📌„ის, რომ ნიკა მელიას ნებისმიერ დროს შეუძლია გადაიხადოს გირაო, არის ტყუილი“ - გიორგი კონდახიშვილი