პოლიტიკა

„ბიძინა ივანიშვილი იყო არა მარტო ჩვენი გუნდის, არამედ სახელმწიფოს, ქვეყნის, სტაბილურობის და სიმშვიდის გარანტი“ - ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრი
1611770523
დაკოპირებულია

„ყველა გამარჯვება რომელიც ჩვენმა გუნდმა, მოიპოვა ამ წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი არ შედგებოდა ბატონი ბიძინას გარეშე. ყველა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოიგო, რა თქმა უნდა, არის ბატონი ბიძინას დამსახურება“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რადიო „იმედში“ გადაცემა „კვირის პოლიტიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა გუნდის გამოწვევად და გამოცდად შეაფასა.

„ეს არის გამოცდა, როდესაც ასეთი მასშტაბური ლიდერი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, მიდის პოლიტიკიდან, მაგრამ ტოვებს გუნდს და მისივე შეფასებით, გუნდი არის დაკომპლექტებული კვალიფიციური, კომპეტენტური ლიდერებისგან, რომლებიც ადეკვატურად უპასუხებენ ყველა გამოწვევას, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ეს იქნება საშინაო თუ საგარეო გამოწვევები და ეს არაერთგზის დავამტკიცეთ ჩვენი მუშაობით”,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა გუნდის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

„ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას უამრავი გამოწვევა და სირთულე. ბატონი ბიძინას წასვლის შემდეგ გაათმაგდა ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. ბატონი ბიძინა იყო არა მარტო ჩვენი გუნდის, არამედ სახელმწიფოს, ქვეყნის, სტაბილურობისა და სიმშვიდის გარანტი. სწორედ მისი მმართველობის შედეგია, რომ ქვეყანაში გვაქვს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის მთავარ მიღწევაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი დემოკრატიული ინსტიტუტები და ის მყარი საფუძველია, რომელიც მან ქვეყანაში შექმნა.

„ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და მიღწევაა, დემოკრატიული ინსტიტუტები და ის მყარი საფუძველი, რომელიც მან შექმნა ამ ქვეყანაში. ევროკავშირის მიმართულებით უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი, რომელიც ყველამ ერთად გამოვცადეთ, ვგულისხმობ ასოცირების ხელშეკრულებას, ვიზა ლიბერალიზაციას, რომლის საფუძველზე ჩვენ უვიზოდ ვმოგზაურობთ”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობა, მას შემდეგ, რაც იგი გავიდა პოლიტიკიდან, არის გამართული დემოკრატიული ინსტიტუტები, უწყებები, დაბალანსებული ძალაუფლება და ხელისუფლება, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი გრძელვადიანი მშვიდობიანი განვითარებისთვის.

ერთ კაცზე აგებული მმართველობა დაამსხვრია ბიძინა ივანიშვილმა. დღეს გვაქვს ჰარმონიული ბალანსი, რომელიც დატოვა ბიძინა ივანიშვილმა”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა რადიო იმედში გადაცემა „კვირის პოლიტიკაში“ სტუმრობისას.

აქცია მსვლელობა
ფილარმონიიდან

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზი...

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

„ჩვენ გვსურს, რომ გავაერთიანოთ საზოგადოება კონკრეტული  მოთხოვნების ირგვლივ. ჩვენი პროტესტის მიზანიც ეს არის“- აცხადებს  პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.

1614331734

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყოფილი მსჯავრდებულის, ზვიად კვარაცხელიას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1614330428

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია 26 თებერვლის საპროტესტო აქციას უერთდება და მიაჩნია, რომ განურჩევლად პარტიული ინტერესებისა, ყველა ინდივიდუალური პროტესტის გამოსახატავად უნდა მივიდეს.

1614330247

თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა. 

1614330159
25 აგვისტო, გლოვის დღე

ქუჩები რომლებზეც გადაადგილება შეიზღუდება - შს...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„ვინც თვლის, რომ კარდინალურად არის სიტუა...

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მოვიდნენ. 

„მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, დადგეს იქ,...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ. 

1614324006
თბილისი 175, იმერეთი 37 - კორონავირუსის...

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 175 შემთხვევა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.