მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბიძინა ივანიშვილის წასვლა ძალიანაც არ მესიამოვნა“ - თეა წულუკიანი

ანათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართა

„ბიძინა ივანიშვილის წასვლა, პიროვნულად, ძალიანაც არ მესიამოვნა და არ გამიხარდა. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა ასეა. ახლა მეც ვგრძნობ და ყველა ირგვლივ, მოწოდებულია მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ, თუნდაც ერთმანეთის აზრის მეტად მოსმენისკენ, რადგან ყველაფერი ამის კოორდინატორი, შეიძლება ასე ითქვას, იყო ბიძინა ივანიშვილი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა თეა წულუკიანმა სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

მისი თქმით, მიიჩნევს, რომ გუნდში არსებული პრობლემები შიგნითვე უნდა გადაწყდეს და პარტიის წევრებმა ამაზე ღიად უნდა ისაუბრონ.

„თუ რეალურად არის, ან მომეჩვენება, რომ არის პრობლემა, მე ყოველთვის მჩვევია ამაზე გუნდის შიგნით ღიად საუბარი. ვთვლი, რომ ეს არის ის ერთ-ერთი ჩემი კონტრიბუცია თუ წვლილი იმისთვის, რომ გუნდი იყოს შეკავშირებული.

ჯობს მაგიდაზე ღიად იდოს ის საჩოთირო თემები, რაც განსახილველია და ყველამ მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა. ეს ჩემი მიდგომაა, თუმცა სხვას შეიძლება სხვა როლი ჰქონდეს იმაში, რომ გუნდი, რომელიც ამდენი წელია არსებობს ვერ მოირღვეს და არ მოირღვევა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

როგორც მან აღნიშნა, პარტია „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულება ქართული სახელმწიფოს ინტერესია.

„ბიძინა ივანიშვილმა შეძლო ისეთი პოლიტიკური ძალის ორგანიზება, რომ ჩვენ საქმიანობაში ყოველთვის წინ გვქონდა ის, თუ რა იყო ქართული სახელმწიფოს ინტერესი და ხალხის არჩევანი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

👉 ინფორმაციისთვის, 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.

👉 „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა.