პოლიტიკა

„ბიუჯეტი რომ იძარცვება, იმიტომ გვაქვს ქვეყანაში ეკონომიკის დაბალი მაჩვენებელი და იმიტომაა ხალხი მშიერი“- თაკო ჩარკვიანი

სტრატეგია აღმაშენებლის
წევრი თაკო ჩარკვიანი
1617896879
დაკოპირებულია

„ქვეყანაში შიმშილია, ლარის უფასურდება, ბიუჯეტი იძარცვება და კორუფციაა. ამიტომ გავჩერდით ქუჩაში, რომ გარედან დიდი ზეწოლა მოგვეხდინა,“- განაცხადა პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, ბიუჯეტი რომ იძარცვება, იმიტომ არის ქვეყანაში ეკონომიკის დაბალი მაჩვენებელი.

„მოვახდინეთ ზეწოლა, ჩამოვიყვანეთ დასავლელი პარტნიორები. ოდესმე მოგისმენიათ ამერიკის სენატში განხილვა იმის თაობაზე, რომ საქართველოში თურმე სასამართლო კლანია? აი, ზუსტად კორუფცია იცით რატომ არის საქართველოში? - იმიტომ რომ სასამართლო კლანია.

ბიუჯეტი რომ იძარცვება, იმიტომ გვაქვს ქვეყანაში ეკონომიკის დაბალი მაჩვენებელი და იმიტომ არის მშიერი ხალხი.

პარლამენტში არ გვყოფნის ბერკეტი. ეს არის ერთადერთი უდიდესი დისკომფორტი, სადაც ხელისუფლება ძალიან ცუდად გრძნობს თავს. მან იგრძნო, რომ თურმე ასე მარტივად არ ყოფილა საქმე.

ოპოზიციას მანდატი - თავისი ხელფასით უფრო ნაკლებად უღირს ვიდრე პრინციპულობა საკუთარი ხალხისთვის. ეს ოპოზიციამ მოახერხა ამისთვის ვიბრძვით, ფიქრობთ არ დაიღალა ოპოზიცია?

ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის გამო არ შევდივართ პარლამენტში“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ხელისუფლება პოლიტპატიმრებს თუ გაათავისუფლებს, პასუხისმგებლობა ოპოზიციაზე გადადის“ - ბოკუჩავა

✔️„ვწუხვართ, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა“- ბრიტანეთის საელჩო

✔️მიხაელ გალერი: მმართველ პარტიას ეკისრება პასუხისმგებლობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია გვერდზე გადგეს

კონფლიქტოლოგი

„ზელენსკის მოქმედება მშვენიერი ილუსტრაცი...

„თავის დროზე, ზელენსკიმ თამამად განაცხადა, რომ რუსეთისგან ეს პროვოკაცია კუნთების თამაში იყო და როგორც ჩანს, რუსეთი ამჯერად ამით შემოიფარგლა. ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის, რადგან შესაძლოა, კიდევ გაგრძელდეს სხვადასხვა ეტაპზე, სანამ რუსეთი თავისას არ მიაღწევს და უკრაინას არ აიძულებს, ხელი მოაწეროს დონბასთან ისეთ ხელშეკრულებას, რომელიც მას აწყობს“, - ასე აფასებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების დიდი მასშტაბით განლაგების საკითხს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ თუ წესების დაცვით ჩავატარებთ სააღდგომო დღესასწაულს, შარშანდელის მსგავსად ეპიდაფეთქებას ავარიდებთ თავს.

1619177604

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებიდან ჯარის უკან დაბრუნების პროცესს ყურადღებით დააკვირდება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

1619177584

მიმდინარე წლის 22 აპრილს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ნორბერტ როტგენთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ევროკავშირის მედიაციით პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

1619176868

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია იყო ის მთავარი ხაზი, რომელზეც ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

1619176451
გაფიცვა

ჭიათურაში 13 მაღაროს 3 700 მაღაროელი გაიფიცა

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ, მათ სამუშაო პროცესი დილიდან შეწყვიტეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში აუფეთქებელი ჭურვები...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზნაურის რაიონში 63 ერთეული აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო...

თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო ევროკავშირის ქსელში - Eurodesk გაწევრიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოცი...

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმების მიმდინარეობის პროცესი გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.