მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოკერია პრემიერს: ევროკავშირი სივრცეს გვიხსნის და თქვენ ქვეყანას ხურავთ?

ევროპული საქართველოს წევრი, 2020

„ევროკავშირი სივრცეს გვიხსნის და თქვენ რეგულარული ფრენებისთვის ხურავთ ქვეყანას?“- ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა რეგულარული ფრენების გადადებასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტება მოითხოვა.

„ერთი საკითხია რაზეც საზოგადოებამ მინდა, გონივრული ახსნა მოისმინოს. ევროკავშირი იხილავს საკითხს, რომელ ქვეყნებს გაუხსნას რეგულარული ფრენებისთვის თავისი სივრცე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ინფორმაციით საკითხი დადებითად გადაწყდება საქართველოსთვის. კიდევ ერთხელ თავისუფალი სამყარო ხელს გამოგვიწვდის წელში, რომ გავიმართოთ და სწრაფად გამოვიდეთ ამ უბედურებიდან. ამის პარალელურად თქვენმა მთავრობამ გუშინ გამოაცხადა, რომ კიდევ 1 თვით ხურავს რეგულარული ფრენებისთვის სივრცეს. აგვიხსენით რას ერჩით ხალხს, ბიზნესს, მეწარმეებს, მოქალაქეებს. ევროკავშირი გვიხსნის სივრცეს და თქვენ ხურავთ ქვეყანას რეგულარული ფრენებისთვის? მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ეპიდვითარება არის კარგი. რითი აიხსნება ეს პოლიტიკური სიბრიყვით, რამე საიდუმლო ჩანაფიქრი გაქვთ? აგვიხსენით. ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს?“, - აღნიშნა ბოკერიამ.

ცნობისთვის, რეგულარული ავიამიმოსვლა აგვისტომდე არ აღდგება