მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოკერია: სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ „ოცნებას“ გვანან

ევროპული საქართველოს წევრი, 2020

„სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ ძალიან გვანან ივანიშვილს და „ოცნებას“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, სააკაშვილმა „ევროპულ საქართველოს“ ერთგვარი პიარხრიკი შესთავაზა.

„ისვრიან ბრალდებას და მერე ჰგონიათ, რომ პოლიტიკაში ეს არის თამაშის წესი. ჩვენი პოზიცია საჯაროდ იყო ცნობილი ყველა ეტაპზე, სააკაშვილმა საჯაროდ შემოგვთავაზა პიარხრიკი ერთიან სიაზე შევჯერდეთო, რეგიონში მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩაშლის გადასაფარად, ჩვენ საჯაროდ გავეცით პასუხი, რომ ეს ძაან ცუდი და მავნებლური იდეაა.

სწორედ ეს არის ის, რაც ივანიშვილს უნდა, ორპოლუსიანობის დაფიქსირება, რომ დაიკარგოს ხმები. ჩვენ იმიტომ ვიბრძოდით, რომ ყველა ამომრჩეველს თავისი არჩევანი ჰქონოდა“, - აღნიშნა ბოკერიამ.

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი „ევროპულ საქართველოს“ კოალიციის შექმნასა და არჩევნებში ერთად მონაწილეობას სთავაზობდა, თუმცა პოლიტიკური შეთანხმება ბოკერია-ბაქრაძის გუნდმა ჩაშალა.

სააკაშვილის მაგივრად, მოლაპარაკების მაგიდასთან ვანო მერაბიშვილი, ნიკა მელია და დავით კირკიტაძე ისხდნენ.