მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოკერია: სააკაშვილის ყველა გამოსვლა ივანიშვილის პროპაგანდისთვის საჩუქარია

ბოკერია მთავრობის ადმინისტრაციაში

„მიხეილ სააკაშვილის ყველა გამოსვლა ივანიშვილის პროპაგანდისთვის საჩუქარია“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

გიგა ბოკერიას თქმით, დღეს არჩევანია იმათ შორის, ვისაც ერთპიროვნული მმართველობა ან მასში დაბრუნება სურს და ვისაც გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

„სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ მასსა და ივანიშვილს შორის არის, ეს არის ერთი-ერთში ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი, ამ კაცის თითქმის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი, ივანიშვილის პროპაგანდისთვის“,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

დეპუტატმა განსაკუთრებით აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში ჩამოსვლის რამდენჯერმე დაანონსება.

„არჩევანი არის იმათ შორის, ვისაც მხოლოდ თავისი ძალაუფლება აინტერესებს, ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც დღევანდელი ჭაობის შენარჩუნება სურს და მიხეილ სააკაშვილი კი, რომელსაც წარსულში დაბრუნება უნდა. ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს უნდა გარდამტეხი ცვლილებები, რისი გეგმაც ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ინფორმაციისთვის, ყოფილმა პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებსა და ჯგუფებს განცხადებით მიმართა.

„არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ძალიან გახსნილები, რათა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ძალებთან და საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური“, - აცხადებს სააკაშვილი.