პოლიტიკა

„ბოკერიამ ჯერ საკუთარი პარტია ჩამოაქცია და ახლა ქვეყნის ჩამოქცევას ცდილობს“ - მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“
წარმომადგენელი
1611824734
დაკოპირებულია

„სამპროცენტიანი პარტიის უმანდატო ლიდერი საზოგადოებას რევოლუციისკენ რომ მოუწოდებს და თან ვალდებულებას აკისრებს, სასაცილოა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გიგა ბოკერიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე შეფასებით, გიგა ბოკერიამ ჯერ საკუთარი პარტია ჩამოაქცია და ახლა ქვეყნის ჩამოქცევას ცდილობს.

„სამპროცენტიანი პარტიის უმანდატო ლიდერი საზოგადოებას რევოლუციისკენ რომ მოუწოდებს და თან ვალდებულებას აკისრებს, სულ ცოტა სასაცილოა. იმ პირობებში, როცა პრაქტიკულად, ვირუსის და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ ომია, ამ დროს ასეთი განცხადებები საკუთარი ქვეყნისთვის ომის გამოცხადებაა, თუმცა მათ დიდად არაფრის თავი არ აქვთ. რეალურად, მათ საშუალება აქვთ, რომ დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობის რაიმე სახის ფარგლებს, გადაწყევტილება მიიღონ სახელმწიფოებრიობის სასარგებლოდ და პარლამენტში შემოვიდნენ, მაგრამ ბოკერია ისედაც ვერ შემოდის. ჯერ თავისი პარტია ჩამოაქცია და ახლა ცდილობს, ქვეყანა ჩამოაქციოს, მაგრამ გარანტიას ვაძლევ, არ გამოუვა.

დანარჩენებს, ვისაც მისი ბულინგის დაქვემდებარება ესირცხვილება, შეგვიძლია, მოვუწოდოთ, რომ პარლამენტში მოვიდნენ და საქმე გააკეთონ ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. ბოკერიას განცხადებები არის სასაცილო. მათივე ენაზე ვიტყვი, ისინი „აპრავებენ“ ძალადობას. ადრე გახსოვთ, მან ლეგიტიმური ძალადობა თქვა. ისინი ლეგიტიმაციას ვერ შესძენენ ვერც ძალადობას, ვერც ვითომ გაყალბებულ არჩევნებს. ადამიანმა, ვინც საკუთარი პარტია ჩამოაქცია და ახლა ქვეყნის ჩამოქცევას ცდილობს, არ შეიძლება, ვიღაცას ძალადობის, სიცრუის დემონსტრირების ან მისი მომხრეობის ვალდებულება დააკისროს. არ შეიძლება, ამ ქვეყანაში ბოკერიას მომხრე იყო და მის ჭკუაზე დადიოდე“, – განაცხადა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ყველა ადამიანი, რომლისთვისაც ავტორიტარიზმის ჭაობი არის კატასტროფა, ვალდებულია, ლეგიტიმურ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღოს.

👉 ცნობისთვის, პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა იწყება.

👉 საკითხს საკანონმდებლო ორგანოში 2 თებერვალს უყრიან კენჭს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️მამუკა მდინარაძე: გუნდის პოზიციაა, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ

✔️გია ვოლსკი: მანდატების გაუქმება გარდაუვალი იქნება, ვინაიდან ამას ითვალისწინებს რეგლამენტი

✔️არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ვინც ხალხისგან მხარდაჭერა მიიღეს

აქცია მსვლელობა
ფილარმონიიდან

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზი...

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნატო ჩხეიძის განცხადებით, დღევანდელი აქცია არის ქართველი ხალხის ბრძოლა თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის.

იგი უერთდება ერთიანი ოპოზიციის აქციას და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ქვეყანა მიჰყავს ავტორიტარიზმისაკენ და სრულიად უსპობენ გზას იმისათვის, რომ ქვეყანა შევიდეს ევროკავშირში.

1614333795

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის(WHO) გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან, რათა, მსოფლიოში მიწოდების კუთხით არსებული კრიზისის მიუხედავად, საქართველოს ჰქონდეს ორგანიზაციის კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერა ვაქცინის პირველი დოზების რაც შეიძლება მალე მისაღებად.  ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. 

1614333760

2021 წლის 27 თებერვალს, თბილისის დროით 15:00-22:00 საათზე, ონლაინ ფორმატში გაიმართება „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“,  - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

1614333291

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს დახურულ ფორმატში შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

1614333041
ალიევი სომხეთის შესახებ

ალიევი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაუ...

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებას საფრთხეს არ შეუქმნის. ამის შესახებ „ეხო კაცკაზა“ იუწყება. 

„ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, ამის ერთ...

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე უერთდება გაერთიანებული ოპოზიციის აქციას.

ის აღნიშნავს, რომ  ოპოზიციის მოთხოვნა არის უცვლელი, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა ამის ერთადერთი გზა  რიგგარეშე არჩევნებია.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღე...

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1614328239
თენგიზ ცერცვაძე: ევროპის 45 ქვეყანას რომ...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძის თქმით, გასულ წელს იყო გარკვეული ჩავარდნები შეზღუდვების მოხსნის გამო, თუმცა ქვეყანამ არსებულ ვითარებას კარგად გაართვა თავი.

თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ ამაზე სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი მეტყველებს.