პოლიტიკა

„ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს, პოლიტიკასთან უფრო დიდი შეხების წერტილი აქვს, ვიდრე რელიგიასთან“ - ვეფხვია გულედანი

საქართველოს პოლიტოლოგთა
ასოციაციის ხელმძღვანელი
1610727489
დაკოპირებულია

„შესაძლოა უცნაურად ჟღერს მაგრამ, სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს, პოლიტიკასთან უფრო დიდი შეხების წერტილი აქვს, ვიდრე რელიგიასთან, ამაში თქვენ თვითონ დარწმუნდებით, თუ პროვაკაციის მომწყობ მთავარ აქტორებს გადახედავთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვეფხვია გულედანი აცხადებს.

მისი თქმით, საქართველო მსოფლიოში უნიკალური ქვეყანაა, სადაც არათუ წლების, არამედ საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანები ჰარმონიულად ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ.

„ვინ დგას ყოველივეს უკან და ვინ ცდილობს ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას? პასუხი ცალსახაა, „ნაციონალური მოძრაობა“ და ახალი „ნაციონალური მოძრაობა“ („ევროპული საქართველო“). არც საქართველოს და არც ქართველებს ვაქებ, მაგრამ ფაქტია, საქართველო გახლავთ მსოფლიოში ერთადერთი და უნიკალური ქვეყანა, სადაც არათუ წლების, არამედ საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანები ჰარმონიულად ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ისეთი სენსიტიური თემით მანიპულირებას ცდილობენ, როგორიცაა რელიგია და ამისთვის საკუთარ აქტივს იყენებენ, ბუკნარში სიტუაციის დაძაბვის მიზნით. ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა სცენაზე საკუთარი ფალავანი შემოიყვანა. ერთი გახლავთ ტარიელ ნაკაიძე, ევროპული საქართველოს წევრი. მეორე კი ფირუზ წულუკიძე, რომელიც პირდაპირ კონტაქტშია მიხეილ სააკაშვილთან. მისგან იღებს დირექტივებს და ანგარიშსს აბარებს. ფირუზ წულუკიძე ერთხელ უკვე მოხვდა ყურადღების ცენტრში, როდესაც ის ბათუმში პოლიციაზე თავდასხმის გამო დააკავეს. ასევე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას კავშირი აქვს (ჰქონდა) ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რადგან ცნობილ ვიდეო ჩანაწერში, ახმედ ჩატაევი სწორედ, ფირუზ წულუკიძის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საქართველოს ქალაქებში ტერორისტულ აქტებს აანონსებდა.

აღნიშნული ფაქტი მოწმობს, რომ წულუკიძე რელიგიას ამოფარებული ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ადამიანია, რომელსაც თავის მხრივ ვარშალომიძე და სააკაშვილი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. აღნიშნული ორი პიროვნება (ნაკაიძე,წულიკიძე) არა სიტუაციის დამშვიდებას, არამედ პროცესების ესკალაციას და ძალადობრივ რეჟიმში გადაყვანას ცდილობდნენ. სასიხარულოა, რომ მათი პროვოკაცია არ შედგა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით კონფლიქტი ამოიწურა, საღმა აზრმმა გაიმარჯვა და ბუკნარი ისევე განაგრძობს ცხოვრებას, როგორც აქამდე იყო, ქრისტიანებს და სხვა რელიგიის წარმომადგენლებს გასაყოფი არაფერი გვაქვს, რადგან ჩვენ ჩვენი ქვეყანა და ერთმანეთის სიყვარული გვაერთიანებს!“ - აღნიშნავს გულედანი.

👉 ინფორმაციისთვის, სოფელ ბუკნარში მუსულმან და ქრისტიან მოსახლეობას შორის კონფლიქტი სოფელში მეჩეთის გაკეთების საკითხს მოჰყვა. ადგილობრივი ქრისტიანები აცხადებენ, რომ სოფელში მეჩეთის არსებობას არ დაუშვენებ.

👉 13 იანვარს დაპირისპირებულ მხარეებს ჩოხატაურის გუბერნატორი და მერი შეხვდნენ. შეხვედრა მოლაპარაკებით დასრულდა, თუმცა მუსულმანი თემის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საკითხის გადასაწყვეტად ღია შეხვედრა იყო საჭირო.

👉 15 იანვარს სოფელ ბუკნარში ქრისტიანი და მუსულმანი მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა. მხარეებს შორის შეხვედრას, რომელიც კამერების წინ გაიმართა, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, სოფელში ორი რელიგიის მოსახლეობის მშვიდობიანი თანაცხოვრება უნდა გაგრძელდეს.

აქცია მსვლელობა
ფილარმონიიდან

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზი...

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კატეგორიულად დაგმო სომხეთში 25 თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

1614349966

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი პიკეტირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან გადადგმული სასოწარკვეთილი ნაბიჯია. 

1614349168

თაკო ჩარკვიანმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციამ ბრძოლა უნდა გააგრძელოს გარკვეული კორექტირებებით.

1614349136

წელიწადზე მეტია რაგბის კავშირს პრეზიდენტი არ ჰყავს. საპრეზიდენტო არჩევნები არა ერთხელ გადაიდო. ბოლოს ჩანიშნული არჩევნები კი ხმაურის ფონზე გაიმართა, რომელიც ქვორუმის ვერშედგენის გამო კვლავ გადაიდო.

1614348294
კარავი

აქციის მონაწილეები კარავს გზის სავალ ნაწილზე...

ოპოზიციის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან რჩება და კარავს გზის სავალ ნაწილზე შლის.

ალიევი: საქართველოს შეუძლია ყარაბაღის აღ...

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოს შეუძლია მთიანი ყარაბაღის აღდგენაში მონაწილეობა მიიღოს. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

იანვარში ლარი დოლარის მიმართ 0.3 პროცენტ...

იანვარში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.2864-დან 3.2973-მდე, ანუ 0.3 პროცენტით, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.9969-დან 4.0186-მდე, ანუ 0.5 პროცენტით გაუფასურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს ტომას მუჰლმანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.